სკოლა arrow_forward_ios ისტორია

ისტორია

კავკასიის ბიზნესის სკოლა ხანგრძლივი ისტორიისა და გამოცდილების მქონე, პროფესიონალი პედაგოგებით დაკომპლექტებული ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლაა.

ბათუმის საგანმანათლებლო ბაზარზე ჩვენი სკოლა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებას ისეთი არატრადიციული მეთოდების გამოყენებით, რომელიც ზუსტად მორგებულია თანამედროვე ბავშვების ინტერესებსა და საჭიროებებს. სწორედ ამ ინოვაციური მიდგომების დამსახურებით თითოეულ მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი სხვადასხვა სფეროსთან პრაქტიკული შემხებლობით/სწავლებებით, რაც საუკეთესო ხელშემყობია ადრეული ასაკიდანვე ორიენტირდნენ სამომავლო კარიერულ მიზნებსა და ამოცანებზე.

ინოვაციური მიდგომები, გარდა უშუალოდ მოსწავლე-მასწავლებლის მეგობრული დამოკიდებულებებისა (რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია), მოიცავს ისეთ უნიკალურ სასწავლო პროგრამებს, როგორებიცაა: TOEFL, Fun English (სახალისო ინგლისური), სინგაპურის მათემატიკა, რობოტიკა, სმარტ დაფები, ეკონომიკური დისციპლინები, ორიგამი, ლეგოების გამოყენება და რაც მთავარია - გაცვლითი პროგრამები საზღვარგარეთ.

აღნიშნული პროგრამების გარდა, სკოლაში გვაქვს სპორტული და ხელოვნების წრეების/კლუბების ფართო არჩევანი, ესენია: ჭადრაკის წრე, ხატვის წრე, ლიტერატურული სალონი, საბუნებისმეტყველო კლუბი, სამოქალაქო კლუბი. ასევე, სკოლაში ხელმისაწვდომია ცეკვის წრე და მუსიკის სტუდია. რაც შეეხება სპორტული სივრცეს და სპორტული ცხოვრებას, სკოლაში აქტუალურია სპორტის შემდეგი სახეობები: ჭადრაკი, ფეხბურთი, ფრენბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, და კალათბურთი.

თანაბარმნიშვნელოვანია ისიც, რომ სკოლას აქვს უსაფრთხოების დაცვის უმაღლესი სტანდარტი (24 სთ-ანი სათვალთვალო კამერები ექსტერიერსა და ინტერიერში, 24 სთ-ანი დაცვის თანამშრომლები). განსაკუთრებული უპირატესობაა მასშტაბური რეკრეაციული სივრცე და ეკოლოგიური გარემოც - სპორტული მოედნით. ამასთან, გვაქვს ერთჯერადი ჯანსაღი საკვები 15-ზე მეტი დასახელების კერძით

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს და მსგავს ტექნოლოგიებს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვებ-გვერდის გამოყენების გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით ჩვენს უსაფრთხოების პოლიტიკას .