შპს „კავკასიის ბიზნესის სკოლის“ მისიაა საგანმანათლებლო მომსახურების ბაზარზე ხარისხიანი, მრავალსაფეხურიანი განათლების მიწოდება.
შპს "კავკასიის ბიზნეს სკოლის" მიზანია ცივილიზებული სამყაროს ინტელექტუალური მემკვიდრეობის დაცვა, გავრცელება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, ეროვნულ-კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მეწარმის, როგორც ქვეყნის მარჩენალის იმიჯის დამკვიდრება, საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა, გარემოს დაცვით და სოციალურ პროექტებში მონაწილეობა.
შპს „კავკასიის ბიზნესის სკოლა“ სამომავლოდ თავს ხედავს, როგორც წარმატებულ და აღიარებულ სასწავლო დაწესებულებას, რომელიც გამოირჩევა სწავლა-სწავლების პროცესის ინოვაციურობით, სამეწარმეო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების შესაძლებლობებით, მაღალი ორგანიზაციული კულტურით, სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებათა პატივისცემითა და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.
შპს „კავკასიის ბიზნესის სკოლა“ დასახული პრაგმატული და კეთილშობილური მიზნების მისაღწევად ხელმძღვანელობს ფუნდამენტული ღირებულებებით: